18:20 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 11:22:28, 2269 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება

„ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე შეიქმნა მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, რეინვესტირების შემთხვევაში, ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით.

„ამით ბიზნესსექტორში დარჩება 600 მილიონამდე ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს თანხები მოხმარდეს გაფართოებას და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics