|
2016-12-29 10:10:22, 1147 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: 2016 წელი ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა. პრემიერის სეფასებით, 2016 წელი ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო. „2016 წელს დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელება შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე, ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში. 2016 წელი იყო ასევე გარდამტეხი, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების თვალსაზრისით. ქუთაისის გარდა ტქენოლოგიური ცენტრის მშენებლობა დაიწყო თბილისში. შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში. დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)