|
2016-12-28 14:52:54, 1265 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი საქართველოს გვერდით დგას
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, მზადყოფნაა გამოხატული. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ექნება ისეთივე აქტიური ურთიერთობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, როგორც აქამდე ჰქონდა. „გიდასტურებთ, რომ აქტიურად მუშაობს ჩვენი საელჩო ამ მიმართულებით. ახალი ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს. გამოხატულია სრული მზადყოფნა არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ველოდებით ადმინისტრაციის ფორმირებას, რომელიც იანვარში მოხდება. მინდა დაგარწმუნოთ, საქართველოს ექნება ისეთივე აქტიური ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან, როგორც აქამდე ჰქონდა. აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი საქართველოს გვერდით დგას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)