|
2016-12-27 19:46:57, 1261 ნახვა
პოლიტიკა
ნინო დანელია: იქმნება სახელისუფლებო კალათა და აქ აღმოჩნდება „იმედი“, GDS, „მაესტრო“ და, შესაძლოა, „საზმაუ“
2014 წლიდან დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ მედიაგარემოს გადანაწილება ხდება და იქმნება სახელისუფლებო კალათა და აქ აღმოჩნდება იმედი, GDS, მაესტრო და, შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, - ამის შესახებ პროფესორმა ნინო დანელიამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელევიზიებთან მიმდინარე პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და საბოლოოდ ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით გადაწყვიტეს ეს საკითხი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღარ უნდა, შეინახოს მისთვის წამგებიანი GDS, რომელმაც ვერ აჩვენა რეიტინგი ბოლო პერიოდში. "სარედაქციო პოლიტიკა სამივე არხზე იყო ერთი და იგივე. ხანდახან უერთდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. გამოტოვებული იყო ის თემები, რომელებიც განსაკუთრებით კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ და მთელი რიტორიკა საინფორმაციო გამოშვების და ის სიუჟეტები, რომლებიც ხელისფლებას ეხებოდა, იყო ხოლმე ლოიალური სწორედ კოალიცია ქართული ოცნების მიმართ,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)