|
2016-12-27 19:38:52, 1540 ნახვა
პოლიტიკა
მაკკეინი: როცა გვესმის, როგორ გრძელდება მუქარა საქართველოს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება
როცა გვესმის, როგორ გრძელდება მუქარა საქართველოს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა სენატორთა ჯგუფთან ერთად ესტონეთში ვიზიტისას, უკრაინასა და საქართველოზე საუბრისას განაცხადა. როგორც სენატორმა აღნიშნა, რუსეთის "ცუდი საქციელის" პრევენცია შესაძლებელია უნარიანი და ძლიერი შეიარაღებული ძალებით და ძლიერი ნატოს ალიანსით „იმ დროს, როდესაც ვხედავთ, როგორ ახორციელებენ კიბერთავდასხმებს რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები; როდესაც ვხედავთ, რომ გრძელდება აგრესია ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში; როდესაც გვესმის, როგორ გრძელდება მუქარა საქართველოს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე იყო მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში. რუსეთის ცუდი საქციელის პრევენცია შესაძლებელია უნარიანი და ძლიერი შეიარაღებული ძალებით და ძლიერი ნატოს ალიანსით,“ - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)