22:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 18:05:28, 1344 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: ემზარ კვიციანი ელემენტარულად კვოტირებაში ვერ ერკვევა

ემზარ კვიციანი ელემენტარულად კვოტირებაში ვერ ერკვევა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ირაკლი სესიაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანის კრიტიკას. 

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, კვოტირება ნიშნავს, რომ კომიტეტის ნებისმიერი თავმჯდომარის ერთი მოადგილის ადგილი ეკუთვნის ოპოზიციას. მისი თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკურ სპეკულაციებს ელოდებოდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„კვოტირება ნიშნავს, რომ კომიტეტის ნებისმიერი თავმჯდომარის ერთი მოადგილის ადგილი ეკუთვნის ოპოზიციას. რეგლამენტის მიხედვით, კენჭი ვუყარეთ იმ კანდიდატურას, რომელმაც წინა კენჭისყრაზე უფრო მეტი ხმა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა არა „ნაციონალურ მოძრაობას,“ არამედ იმ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც აღნიშნავს, რომ უმცირესობას ეკუთვნის კვოტა. ყველა დანარჩენის მოსაზრება ამ თემაზე არის სპეკულაცია და ამ ყველაფრისთვის ზედმეტი პოლიტიკური კუდების გამობმა ნამდვილად არ არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძე აირჩიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics