09:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 11:47:35, 566 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბავშილი: მოვუწოდებ უსაქმურებს, დაკავდნენ რეიტინგების შესწავლით

„ვისაც არ აქვს საქმე, მხოლოდ ის არის დაინტერესებული რეიტინგების ზრდით, თუ კლებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეიტინგები მისთვის საინტერესო არ არის.

„რაც შეეხება რეიტინგებს, მე ამაზე არასოდეს არ გამიკეთებია განსაკუთრებული აქცენტი და დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ის მთავრობა და ის პრემიერ-მინისტრი იქნება, პრეზიდენტი, თუ მინისტრები, რომლებიც მხოლოდ რეიტინგებზე ფიქრობენ და ოცნებობენ, ისინი არ არიან გულწრფელები. ცალკე განსჯის საგანია ეს რეიტინგები, ვინ აკეთებს, რა მეთოდოლოგიაა და ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს, მე მქონდა კითხვები. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ატარებს ამ რეიგინგებს, მთავარია ვინ ასრულებს ადგილზე სამუშაოებს. თუმცა, ეს არ არის საინტერესო ჩემთვის ამ ეტაპზე. ჩემთვის მთვარია მოსახლეობა იყოს კმაყოფილი მთავრობის მუშაობით და თუ ჩემი მინისტრები იქნებიან მაღალი რეიტინგით მოსარგებლე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, ვინაიდენ ეს ნიშნავს, რომ მთავრობა როგორც ერთიანი, არის მაღალრეიტინგული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეიტინგებზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მეტი საქმის კეთებაზე და იმაზე, თუ როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას მდგომარეობა. ჩემთვის საზრუნავი არის ლარის კურსი, როგორ გადავუვადოთ მოსახლეობას ეს სხვაობა, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები და არა რეიტინგები. რეიტინგები არის უსაქმურების საქმე, ვისაც არ აქვს საქმე ის არის მხოლოდ დაინტერესებული რეიტინგების ზრდით, თუ კლებით. ასე რომ მოვუწოდებ უსაქმურებს, დაკავდნენ ამ რეიტინგების შესწავლით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics