|
2016-12-23 14:11:21, 2429 ნახვა
მსოფლიო
Reuters: ბერლინის ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი იტალიაში მოკლეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზარზე ტერაქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი, იტალიაში სამართალდამცველების მიერაა ლიკვიდირებული, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. Sky News-ის ინფორმაციით, იტალიის შინგანა საქმეთა მინისტრი საგანგებო პრესკონფერენციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტახანში გამართავს. შს მინისტრ მარკო მინიტის განცხადებით, მოკლული ეჭვმიტანილი ანის ამრია და ამაში გამოძიებას არანაირი ეჭვი არ აქვს. "ეჭვგარეშეა, რომ მოკლული ანის ამრია, რომელმაც ბერლინის საშობაო ბაზარში ტერაქტი მოაწყო. ცხედარს ექსპერტიზა ნაწილობრივ უკვე ჩაუტარდა, კერძოდ გარდაცვლილის იდენტიფიკაცია თითის ანაბეჭდებით მოხდა. ამრის ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა მაშინ მოახდინეს, როდესაც ის სადგურზე შენიშნეს", - განაცხადა მინიტიმ. როგორც სააგენტო წერს, ეჭვმიტანილი პოლიციის კორდონის ალყაში აღმოჩნდა, რა დროსაც ორმხრივი სროლა დაიწყო და ტუნისელი ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მოკლეს. მედიის ცნობით, ტუნისელმა ეჭვმიტანილმა ერთი სამართალდამცველი დაჭრა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)