|
2016-12-23 10:49:59, 1086 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან" და კომპანია „ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას 24 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის" წარმომადგენლებს 23 დეკემბერს. „კომპანია „ინტერ-რაოსთან" მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება“, - აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)