|
2016-12-21 16:57:30, 2822 ნახვა
მსოფლიო
ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა კოალიცია "ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ კოალიციაში დაჯგუფება "ალ-ნუსრას ფრონტი" შედის. ა როგორც მედია წერს, "ჯეიშ ალ-ფათჰი" ძირითადად იდლიბის პროვინციაში მოქმედებს. მისი მებრძოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც ანდრეი კარლოვი მოკლა, აღნიშნული დაჯგუფების წევრი იყო. შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციის მიერ ადგილზევე იყო ლიკვიდირებული. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)