|
2016-12-21 13:50:37, 1079 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა ანგარიში ხალხის არჩეულ პარლამენტს უნდა ჩააბარონ. “როდესაც პარლამენტმა დაიწყო განხილვა, რომ დაემტკიცებინათ მორიგი მთავრობა, ლარის კურსი იყო 2.53, დღეს კურსი 2.80-ს გადაცდა. ესაა უზარმაზარი ვარდნა ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში. ეკონომიკური გუნდის მინისტრები მოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს. მათ უარი თქვეს, ხალხს ჩააბარო ანგარიში. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მოვიდნენ და ხალხს აუხსნან რაშია საქმე, როდის შეიძლება ეს გაჩერდეს. ქუმსიშვილის ვკითხე, ლარის რა კურსზე გადადგება ის ფინანსთა მინისტრობიდან და პასუხი არ გამცა. დღესაც იგივეს გავიმეორებ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ხალხის გაღარიბება?“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)