|
2016-12-21 11:55:33, 1207 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს 19 დეკემბერს ბერლინში, ხსოვნის ეკლესიასთან განხორციელებული ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. მიხეილ ჯანელიძემ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. „საქართველო უმკაცრესად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. ამ უაღრესად გამოწვევებით აღსავსე ვითარებაში მსურს გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერების საქმეში, ძვირფასო კოლეგავ, თქვენთვის და თქვენი თანამოქალაქეებისთვის ამ მძიმე წუთებში ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულებს, ხოლო ჩვენი ფიქრები ეკუთვნით მათ ოჯახებს და ახლობლებს", - ნათქვამია გერმანელი კოლეგისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)