|
2016-12-20 19:24:36, 1173 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება. მათი ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. გამოითქვა დაინტერესება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო "ევრაზიის გვირაბის" პროექტის მნიშვნელობას, რომლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში. შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სახელით, თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას, მათ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ სისასტიკეს, ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით უნდა დაუპირისპირდეს და ამ პროცესში, საქართველო მეგობრების გვერდით დგას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)