11:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 13:44:07, 2043 ნახვა

მსოფლიო
ანკარაში ერთ-ერთ ქუჩას მოკლული ელჩის სახელი დაერქმევა

ანკარაში, ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, გარდაცვლილი დიპლომატის, ანდრეი კარლოვის სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მიიღეს.

"გადავწყვიტეთ, ანდრეი კარლოვის ხსოვნის საპატივსაცემოდ, ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, მისი სახელი დაერქვას", - აღნიშნა მან.

როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რუსეთი და თურქეთი არავის მისცემს უფლებას, რომ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები დაზიანდეს და ელჩის მკვლელობაში ყველა ბრალდებული შესაბამისად იქნება დასჯილი.

მედიის ცნობით, რუსეთის სალჩოსთან ბევრი ადამიანი იკრიბება და დიპლომატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მოძრაობა მთლიანად შეფერხებულია.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!"  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics