|
2016-12-20 10:13:14, 1106 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია, ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „დღეს ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)