|
2016-12-20 10:08:16, 1079 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს თურქეთში გაემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, სტამბოლში, "ევრაზიის გვირაბის" გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან. გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაემგზავრება ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პატივს მიაგებს 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)