|
2016-12-19 11:06:36, 1157 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის შემადგენლობას დღეს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას დღეს, რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარუძღვება. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წარადგენს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 2 ახალი სახე იქნება წარმოდგენილი: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე. მინისტრთა პორტფელებს შეინარჩუნებენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე. მთავრობის შემადგენლობაზე საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში უკვე იმსჯელეს. მინისტრობის ოთხივე კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საკუთარი ხედვებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებს დღეს უკვე რიგგარეშე სხდომაზე გააცნობენ დეპუტატებს. ისინი უპასუხებენ მათ შეკითხვებს, რის შემდეგაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)