|
2016-12-16 19:08:30, 1644 ნახვა
პოლიტიკა
მომავალ წელს საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. პოლონელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას ვიზიტისათვის მზადების საკითხს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს ეწვევა. მარიუშ მაშკიევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)