|
2016-12-16 17:13:34, 1663 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის არის აბსოლუტურად უსაფუძვლო
„იმ შენიშვნების უმრავლესობა, რაც დღეს ჩვენ ოპონენტებისგან გვესმის ნაცვლად არსებითი შენიშვნებისა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარაციონალური“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, ოპონენტების შენიშვნები ძირითადად გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებზეა აგებული. „არავის უკვირს, რომ დღეს დედაქალაქს აქვს ძალიან ბევრი საჭიროება, ეს ყველაფერი მოიტანა სწორედ იმან, რომ წლების განმავლობაში ქალაქისთვის თითქმის არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პირად კეთილდღეობაზე იყო თბილისისა და ქვეყნის ბიუჯეტი მორგებული, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ ეს მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მიმართულებით იგრძნონ წინსვლა თბილისელებმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე განმარტებით, 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები დღეს სწორედ დედაქალაქის საჭიროებებს პასუხობს და მომავალ წელსაც, 2014-16 წლების მსგავსად, გაგრძელდება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. ცნობისთვის, თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)