|
2016-12-16 16:45:47, 1058 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძემ პარლამენტს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დოკუმენტი წარუდგინა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტს „2017 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ" დოკუმენტი წარუდგინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც „2017 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცებას" ეხება. ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს სამხედრო ძალების რაოდენობა დადგინდა არაუმეტეს 37 000 ადამიანისა. „მომვალ წელს სამხედრო ძალების რაოდენობა იგივე რჩება, რაც წელს იყო და არ იზრდება. ჩვენ საქართველოს პარლამენტის კეთილგანწყობის იმედი გვაქვს ", - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)