|
2016-12-15 17:13:10, 1288 ნახვა
პოლიტიკა
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართავს. ორგანიზაცია გამოიყენებს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების თანახმად, კომისიის შემადგენლობაში ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. "საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დამტკიცებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების მიხედვით, კომისიაში ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დებულებაში, არაფერია ნათქვამი, რომელი შერჩევის წესის მიხედვით უნდა განისაზღვროს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა კომისიაში. შესაბამისად, ივარაუდება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „განსაზღვრებას“ გამოიყენებს ინდივიდუალური შეხედულებით ან/და საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული განაცხადების საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს წერილობით 16 დეკემბერს მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)