18:44 - 22 Jul, 2026
|
2016-12-14 23:00:46, 1299 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებსა და „კაბელების საქმის“ ადვოკატს შეხვდა
ტელეკომპანია იმედი-ს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დუშეთში, თავის საცხოვრებელ სახლში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას "თავისუფალი დემოკრატებიდან" ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე, ასევე ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა იმედი-ს ჟურნალისტს განუცხადეს, შეხვედრის მთავარი თემები იყო მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, საკონტიტუციო კომისია და ე.წ. კაბელების საქმე. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, პრეზიდენტს სურდა, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია ე.წ. კაბელების საქმეზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)