|
2016-12-14 13:35:39, 1237 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ხულორდავა: დღეს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა გარანტირებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველო ყველა რეიტინგითა და მონაცემით, მედიის დამოუკიდებლობით ბევრ პროგრესულ სახელმწიფოს უსწრებს. როგორც მან პარლამენტის პლენარულს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში მედია პლურალიზმი და მედიის დამოუკიდებლობა გარანტირებულია და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს: „მინდა, გამოვეხმაურო კომენტარს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული თემაა, უმნიშვნელოვანესი საკითხია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო ყველა რეიტინგით და ყველა მონაცემით წინ უსწრებს ბევრ პროგრესულ , მათ შორის ევრკავშირის სახელმწიფოებს, მედიის დამოუკიდებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ვუერთდები მოწოდებას მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კუთხით და გეუბნებით, რომ დღეს საქართველოში მედია პლურალიზმი და მედიის დამოუკიდებლობა გარანტირებულია და ამას აღიარებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)