|
2016-12-14 13:21:22, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსთავი 2-ის საქმეზე ხელი აიღოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ოთარ კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდეს და ხელი აიღოს რუსთავი 2-ის საქმეზე. "ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მართალია ამ განცხადებაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ის დეპარტამენტის ოფიციალური დამოკიდებულება არ იყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამავე ტელეკომპანიის საქმეზე განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა გაეროში. ის შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს - მე შეიძლება არ მომწონდეს Fox news სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მფლობელს უნდა ჩამოვართვათ. ეს საკუთრების უფლებას ლახავს არაა სწორი, თუ ყოფილი მესაკუთრე გამოჩნდება და მოუნდება ძველი საკუთრების დაბრუნება, რომელიც უკვე გადასულია სხვის მფლობელობაში“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)