|
2016-12-14 13:12:32, 1037 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი მთავრობას: უმოქმედობა და მოსალოდებელი შედეგების ვერ გააზრება, თქვენი ხელისუფლების მახასიათებელია
„უმოქმედობა, მოსალოდნელი შედეგების ვერ გააზრება, პრობლემების უგულვებელყოფა თქვენი ხელისუფლების მთავარი მახასიათებელია და ეს ეტყობა ლარის კურსსაც“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის უმოქმედობა არამხოლოდ ლარს, არამედ სურსათის და მედიკემნტების ფასზეც აისახა. „როგორ უნდა დავიჯერო, რომ თქვენ გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უნარი შეგწევთ, როცა რაც დავტოვეთ იმასაც ვერ ინარჩუნებთ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ისევ და ისევ ლარის კურსი. მოხვედით ხელისუფლებაში და 1 დოლარი ღირდა 1, 66 თეთრი და დღეს, როდესაც ხალხის კიდევ უფრო გაღარიბების ბიუჯეტს უნდა მისცეთ ხმა ლარის კურსი არის 1 დოლარი ღირს 2 ლარი და 66 თეთრი“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)