|
2016-12-14 13:06:48, 1001 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის დროულად გახსნა მნიშვნელოვანია
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის დროულად გახსნა მნიშვნელოვანია. უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ პლენალურ სხდომაზე პარლამენტს მიმართა, ნუ მისცემენ პროკურატურას საშუალებას, მათი კოლეგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული „მიჩქმალოს“. კობახიძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონულტაციებისთვის მზადაა: „ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დროულად, რაც შეიძლება მალე გახსნა. მზად ვარ, განვიხილო ეს საკითხი თქვენთან ერთად, თუ საჭირო იქნება, სხვადასხვა ფორმატის გამოყენება, თუნდაც ჩვენი საზედამხედველო ფუნქციების ამუშავება იმისათვის, რომ ღრმად ჩავიხედოთ ამ საქმეში, მზად ვარ კონსულტაციისთვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)