|
2016-12-13 17:26:22, 1182 ნახვა
საზოგადოება
V ბრიგადის სამხედროები სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. სამხედრო ქვედანაყოფის ლაზარეთში სისხლის უანგარო დონაციის აქციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯარისკაცების მიერ გაღებული სისხლის რეზერვი ინგოროყვას კლინიკაში ახლადგახსნილ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტს გადაეცემა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სამედიცინო წესების სრული დაცვით წარიმართა. აქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ინგოროყვას კლინიკის ერთობლივი პროექტია. მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი პერიოდულად მონაწილეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)