|
2016-12-12 16:06:29, 1191 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილის განცხადებით, გერმანულ მედიაში შექმნილი საქართველოს სურათი, როგორც ქურდების ქვეყნისა, მტკივნეული იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მედიასაშუალებში შექმნილი საქართველოს სურათი, როგორც ქურდებისა და თაღლითების ქვეყანისა, ძალიან მტკივნეული იყო. ამის შესახებ კვირიკაშვილმა გერმანულ გამოცემა ZEIT ONLINE-თან ინტერვიუში ინტერვიუერის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების გაჭიანურება, ასევე, გერმანიის პოლიტიკამაც განაპირობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მედიასაშუალებში შეიქმნა საქართველოს სურათი, როგორც ქურდებისა და თაღლითების ქვეყანისა“ „ასეთი სახის გაშუქება, რასაკვირველია, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. ფაქტები იყო არასწორად წარმოდგენილი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები დაუსაბუთებელი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ გაშუქებამ გარკვეული წარმოდგენები შექმნა. პოლიტიკაში კი ასეთ წარმოდგენებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივავლინეთ პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში ბერლინში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დღეს ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა დონეზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში და ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი დიდი სურვილია გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ასეთი სახის წარმოდგენებზე“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)