18:57 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 13:19:47, 1062 ნახვა

საზოგადოება
გამსახურდიას ქუჩაზე გაუქმებულ საბავშვო ბაღში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

საბურთალოს რაიონში, გამსახურდიას გამზირის N23ა-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს სარეკონსტრუქციო-გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.

მერიის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ხორციელდება შენობის ავარიული ნაწილის გამაგრება, ასევე, მთლიანი ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს.

„საბავშვო ბაღის რეკონტრუქცია-რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მოეწყობა შენობის შიდა სივრცე და ეზო. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

საბავშვო ბაღში ცხრა ჯგუფი გაიხსნება, საიდანაც ორი ბაგის ასაკის აღსაზრდელებით დაკომპლექტდება.

საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, აღნიშნული ბაღის აღდგენით კი, 350-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

გამსახურდიას 23ა-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.

თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყდა, რომ შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics