|
2016-12-08 13:11:42, 1624 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
LIBE-ს კომიტეტის მომხსენებელი "შეჩერების მექანიზმზე": ბავშვი დაიბადა, ჯანმრთელია, გილოცავთ
"ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა, LIBE-ს კომიტეტში ე.წ შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა, ესპანეთის წარმომადგენელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსიამ "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმების თაობაზე კმაყოფილება გამოთქვა, - ამის შესახებ გარსიამ LIBE-ს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, "შეჩერების მიქანიზმზე" შეთანხმება უკიდურესად რთული პროცესი იყო, თუმცა წარმატებით შედგა. “მოხარული ვარ, ვაცნობო კომიტეტს, რომ გუშინდელი ტრიალოგი წარმატებული იყო. უპირველეს ყოვლისა მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში. ეს იყო უკიდურესად რთული პროცესი, რადგან უკავშირდებოდა საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამ ინიციატივის დამტკიცება ამ ქვეყნებისთვის იქნება იმედის გზავნილი. მოლაპარაკებები შუაღამემდე გრძელდებოდა და საბედნიეროდ, პარიზის ძალისხმევით მოხდა შეთანხმების მიღწევა. ამგვარად, ბავშვი დაიბადა, ჯანმრთელია, გილოცავთ",- აღნიშნა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)