|
2016-12-08 11:53:14, 1161 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე: პროექტი Check In Georgia 2017 წელსაც გაგრძელდება
კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პროექტი Check In Georgia 2017 წელსაც გაგრძელდება. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მომავალ წელს ღონისძიებების პროგრამა ძალიან საინტერესო იქნება. „ტურიზმის ადმისტრაცია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს განაცხადების მიღებას, ვგულისხმობ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების შესახებ წინადადებებს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, შევადგინოთ კალენდარი, რომელიც, ჩემი ვარაუდით, წლის დასაწყისში იქნება ცნობილი. როგორც გახსოვთ, წინა წელს საკმაოდ მრავალმხრივი ღონისძიებები გვქონდა. ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის შემსრულებლები და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალიც გამოვიყენეთ, როგორც ფოლკლორი, ასევე ესტრადა. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის პროგრამა, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება”, - განაცხადა გიორგაძემ. ცნობისთვის, პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქშიც რამდენიმე მასშტაბური კონცერტი ჩატარდა, როგორიცაა Robbie William-ის, Maroon 5-ის, Christina Aguilera-ს და სხვა კონცერტები გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)