|
2016-12-06 17:38:21, 774 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ მოადგილეს როუზ გოტემოლერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. მინისტრმა გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა და ასევე მადლობა გადაუხადა ნატოს საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრმა მიულოცა გენერალური მდივნის მოადგილეს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მას სამომავლო საქმიანობაში. ცნობისთვის, 2016 წლის 6-7 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)