|
2016-12-05 10:23:42, 1440 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი: საქართველოს პრემიერს ეკონომიკის გასაზრდელად ძალიან კარგი გეგმა აქვს
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ამერიკის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს არის ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. „ეს არის საქართველოს, მისი თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ჩვენ ველით რამდენიმე დელეგაციას, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გვექნება საუბრები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. ჩვენ გვჭირდება იდეები ქართული მხრიდანაც. თუმცა ვფიქრობ, თანამშრომლობა ძირითადად ორიენტირებული იქნება საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაზრდაზე.ბიუჯეტი დამოკიდებულია იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. სენატის რეზოლუციაში, რომელიც თავდაცვის დანახარჯებს განსაზღვრავს, ნახსენებია საქართველო და ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა თუ როგორი ღრმაა მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის მიმართ“,-აღნიშნა იან კელიმ. რაც შეეხება ეკონომიკას, ელჩის შეფასებით, საქართველოს პრემიერ მინისტრს ეკონომიკის გასაზრდელად ძალიან კარგი გეგმა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)