|
2016-12-04 17:42:50, 1207 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრამ აქციის ფონზე ჩაიარა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. შეხვედრამ, რომელზეც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საკითხზე და ეკონომიკურ თემებზე იმსჯელეს, აქციის ფონზე ჩაიარა. „ოცნების“ ოფისთან საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები მივიდნენ. ისინი კვლავ პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ. " ქართულ იცნებას მივმართავთ თხოვნით, ხელი შეგვიწყოს. საფინანსო კომპანიას მოხსნას შემოსავლების სამსახურმა ყადაღა, რომ ხალხს დაგვიბრუნონ ანაბრები",-აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. საფინანსო კომპანიას ეროვნულმა ბანკმა ყადაღა რამდენიმე თვის წინ დაადო, რის გამოც კომპანიაში მუშაობა პარალიზებულია და ანაბრების დაბრუნება ვეღარ ხერხდება. 2 ათას 500-მდე მეანაბრემ 30 მილიონ ლარამდე იზარალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)