14:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 15:51:47, 953 ნახვა

საზოგადოება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის სემინარი ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფერმერებისთვის თხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სემინარი ჩაატარა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სემინარზე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა მცენარეთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე მიიღეს ინფორმაცია.

გარდა ამისა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სემინარის მონაწილეებს თანამედროვე ორგანული და მინერალური სასუქების, მიკროელემენტების შემცველი პრეპარატების გამოყენების რეგლამენტები, ასევე, თხილის გასხვლა-ფორმირების, თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროწესები გააცნეს და ფერმერებს თხილის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემებიგადასცეს.

სემინარის ფარგლებში, ფერმერებმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად,  მიმდინარე წელს თხილის დაბალი და უხარისხო მოსავლის მიღების მიზეზებსა და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics