|
2016-12-01 15:07:10, 893 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა ოთხი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. დღეიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ღვინიაშვილი გახდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში გუგული მაღრაძემ შეცვალა, კახი კალაძეს - დავით მათიკაშვილმა. გიორგი გახარიას ადგილს პარლამენტში გიორგი ხატიძე დაიკავებს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-2 ნომერის სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში გიორგი ღვინიაშვილი იქნება. გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და კახი კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობებია, რომლებსაც უფლებამოსილება გუშინ შეუწყდათ. ამასთან, სანდრა რულოვსმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)