14:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 13:02:31, 668 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრო დარსაველიძის ფოტოგამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დამწყები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის სანდრო დარსაველიძის გამოფენა დაათვალიერა, რომელიც 30 ნოემბერს „ღია გალერეაში" გაიხსნა.

"არაჩვეულებრივად პროფესიონალურად, ძალიან შემოქმედებითად ხედავს სანდრო სამყაროს და ძალიან ინდივიდუალურია მისი ხედვა. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული ფოტოები, რაც ძალიან შთამბეჭდავია. კომპოზიცია, ფერის გრძნობა, თვითონ ეს იდუმალება, ყველაფერი მიანიშნებს იმისკენ, რომ სანდრო არის ნამდვილი შემოქმედი. მე დღეს აღტაცებული დავრჩი მისი შემოქმედებით", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სანდრო დარსაველიძე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდა ფოტოგრაფია, რომლის გამოფენა-გაყიდვას ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ღია გალერეა მასპინძლობს.

მათივე ცნობით,  ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა სანდრო დარსაველიძის გადაწყეტილებით ბავშვთა ჰოსპისს გადაერიცხება.

ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელიც „ღია გალერეაში" ტარდება და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს ეძღვნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics