03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 19:31:50, 6320 ნახვა

კულტურა
ხელნაწერთა ცენტრში თამარ მეფის კუთვნილი ე.წ. „ვანის ოთხთავი“ გამოიფინება

27 მარტს, 13:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თამარ მეფის კუთვნილი ე.წ. „ვანის ოთხთავი“  რესტავრირებული ყდით  გამოფინება.

გამოფენა ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში რამდენიმე საათი გაგრძელდება, სადაც საზოგადოებას საშუალება ექნება, ნახოს მისი ყდის ძველი და ახალი მდგომარეობა, ასევე შეაფასოს შესრულებული სამუშაო.

როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, „ვანის ოთხთავის“ ყდის შეცვლა 2014 წელს, ადვოკატ ზვიად კორძაძის ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მოხდა, ვინაიდან 70-იან წლებში არასწორი ტექნიკით შესრულებული  ყდა იწვევდა ხელნაწერის დაზიანებას. 

ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით  იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და  გამორჩეული ,,საზეიმო’’ ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე  ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატურები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics