|
2016-11-30 09:02:52, 772 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს ბელგიას ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბელგიის სამეფოს ეწვევა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი მონაწილეობას მიიღებს საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებთან– მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან. გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან:ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან, ევროკომისართან კლიმატური და ენერგო რესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)