|
2016-11-26 17:00:20, 792 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წამოსულ ბრალდებებს გადამეტებული ყურადღება დავუთმეთ
ამ დარბაზში 4 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ, ჩვენ "ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, გადამეტებული ყურადღება დავუთმეთ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წამოსულ, უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე აგებულ, ბრალდებებსა და ქილიკს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სესიაშვილის თქმით, ეს დრო უნდა დასრულდეს და ახალმა პარლამენტმა მიდგომა უნდა შეცვალოს. "ჩვენ არაფერი გვაქვს შესადარებელი წარსულთან, არც სტატისტიკის თვალსაზრისით. ყველაზე კარგი შედარება გააკეთა ჩვენმა ხალხმა არჩევნებზე და აგერ ვართ შედარებისთვის წარმოდგენილი რაოდენობის თვალსაზრისით. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩვენი ენერგია დავუთმოთ მუშაობას მთავრობასთან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და საპარლამენტო საქმიანობისთვის. მეტს გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვართ, მთავარი ოპონენტი ჩვენი თავის ჩვენვე უნდა ვიყოთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფა და ეს უნდა გავაკეთოთ კონსტრუქციულ, გამართულ რეჟიმში. ამით ჩვენ არა თუ მოწინააღმდეგეები ვიქნებით, არამედ ერთად შევასრულებთ ჩვენი ქვეყნის საქმეს და ეს მოკრძალებული აზრი მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა", - განაცხადა სესიაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)