|
2015-03-22 10:15:04, 761 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები აშშ–ში ტრენინგს გაივლიან
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 25 თანამშრომელი 23 მარტიდან კოლორადოს შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ტრენინგს გაივლის და ორი კვირის განმავლობაში კრიზისების მართვის კუთხით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენს. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია თანამშრომელთა განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება. ამაში აქტიურად გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია და ჩვენი თანამშრომლების კოლორადოს შტატში სწავლება უზრუნველყო. ისინი შეისწავლიან კრიზისული სიტუაციების მართვას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ გავზარდოთ უსაფრთხოება და მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. უწყების ცნობით, 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახროციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)