|
2016-11-23 13:27:58, 2221 ნახვა
მსოფლიო
მოსულში ავიადარტყმების შედეგად, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი გარდაიცვალა
ერაყის სამხედრო საჰაერო ძალებმა ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბეს, რის შედეგადაც დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ("ინფორმაციის მინისტრი") გარდაიცვალა, - ამის შესახევ ინფორმაციას უცხოური მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლიკვიდირებული ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლებზე, ექსტრიმისტული ლიტერატურის ბეჭდვას და შესაბამისი შინაარსის მქონე ვებ გვერდებს ქმნიდა. მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმებს სხვადასხვა ქვეყნის ძალოვნები ახორციელებენ. ცნობისთვის, მოსულის "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი მოსული დაჯგუფების დაქვემდებარებაში 2014 წლიდანაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)