|
2016-11-21 15:56:06, 1623 ნახვა
სამართალი
გოგირდის აბანოებს სასამართლომ დავალიანება ჩამოაწერა
გოგირდის აბანოებმა GWP-ს სასამართლო პროცესი მოუგო. ძველი თბილისის აბანოებსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვების ეტაპი ორშაბათს, აბანოების სასარგებლოდ დასრულდა. შპს „ნარიყალას“ დირექტორმა ნოდარ ტოტოღაშვილმა „პირველს“ განუცხადა, რომ სასამართლომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, „მოსამართლე ხათუნა კაკაბაძემ ისტორიული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“. „აბანოები ფუნქციონირებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს და აღარ გადაიხდის წყლის კომპანიის მიერ დაკისრებულ დავალიანებას, რაც დაახლოებით, 100 ათასამდე ლარს შეადგენდა. კომპანიის მოთხოვნა იყო, სასამართლოს იძულებით დაეკისრებინა ჩვენთვის დავალიანების გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე მოეხსნა ჩვენ ქონებას ყადაღა. იმედი გვაქვს, შემდეგ ინსტანციებშიც გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა. მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დაახლოებით, ორკვირიან ვადაში უნდა ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. „მათ აქვთ დრო გასაჩივრებისთვის. შეუძლიათ, შეტანილი სარჩელები უკან გამოიტანონ და ჩვენთან მოლაპარაკებები გამართონ, დავლაგდეთ და ყოველგვარი საასამართლოს გარეშე გავაგრძელოთ ურთიერთობა, რასაც აქამდეც ვთავაზობდით“, - აღნიშნა შპს „ნარიყალას“ დირექტორმა. შპს ნარიყალას დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც წყლის კომპანიამ ტარიფი თვითნებურად გაზარდა, აბანოების გასავალი, დაახლოებით, 800%-ით გაიზარდა - GWP- თვის გადასახდელმა თანხამ 11 ათას 500 ლარი შეადგინა, რაც შემოსავლების დახლოებით, 40%-ს უდრის. აბანოების ხელმძღვანელობა წყლის კომპანიისთვის სემეკი-ს მიერ მინიჭებული ნების უსამართლოდ გამოყენებაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მაქსიმალური გადასახადი დაუწესა არამხოლოდ აბანოებს, არამედ, სახელმწიფო დაწესებულებასაც. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებდნენ, რომ „აბანოებს ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესდათ; აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურდათ და მათ პოზიციას საფუძველი არ ჰქონდა“. სასამართლო დავის პარალელურად, აბანოების თანამშრომლები აქციებს მართავდნენ. წყლის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ და დაკისრებული დავალიანების ჩამოჭრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა აქციები ჯერ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფისთან, შემდეგ სემეკ-თან, თბილისის მერიასა და გოგირდის აბანოებთან გამართეს.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)