|
2016-11-18 17:52:26, 1712 ნახვა
სამართალი
IDFI-მ და საია-მ პროკურატურაში შსს-ს წინააღმდეგ განცხადებები შეიტანეს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა (გაზეთი ბათუმელების სახელით), მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებები შეიტანეს. ორგანიზაციები ითხოვენ გამოძიების დაწყებას სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის თაობაზე. ორი სხვადასხვა, თუმცა არსით იდენტური საქმეები ეხება IDFI-ის და საია-ს მიერ შსს-ში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას. "საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის და საიას სარჩელები (IDFI - 2014 წლის 24 დეკემბერს; საია - 2015 წლის 6 იანვარს) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ეს გადაწყვეტილებები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგოდ გაასაჩივრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, (IDFI - 2016 წლის 13 ივლისი; საია - 2015 წლის 29 სექტემბერი), თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა შესაბამისად, ორი სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის, სრულყოფილი სახით გაცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიბარა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება, თუმცა შსს-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აღუსრულებია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ განახორციელებს, და რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ შსს-ს შეუძლია. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ჩვენთვის უცნობია, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირ(ებ)ის ვინაობა ან/და მათი ბრალეულობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აშკარაა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამდენად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის და 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ჩვენ, მივმართავთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)