|
2016-11-18 15:43:06, 862 ნახვა
პოლიტიკა
მე-9 მოწვევის პარლამენტში 5 ფრაქცია დარეგისტრირდა
მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომა განახლდა. სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს და მიწვეულ სტუმრებს ფრაქციათა უმრავლესობისა და უმცირესობის შექმნის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. პარლამენტში სულ 5 ფრაქცია დარეგისტრირდა. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელშიც გაერთიანებულია 110 წევრი. ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა, ხოლო მდივანი-ნინო წილოსანი. ასევე, შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველები“, რომელშიც გაერთიანებულია პარლამენტის 6 წევრი. თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, მდივანი კი ელგუჯა გოცირიძეა. ჯამში, 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეა. ამასთან, უმცირესობის შემადგენლობაში დარეგისტრირდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პარლამენტის 20 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე ნიკანორ მელიაა. ამავდროულად, დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისათვის“, თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაა. ფრაქცია 6 წევრისგან შედგება. უმცირესობა ჯამში ორი ფრაქციის და მათში შემავალი 26 კაცის შემადგენლობით დარეგისტრირდა. ასევე, დარეგისტრირდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“. ის 6 წევრისგან შედგება. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, ხოლო მდივანი გელა მიქაძეა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)