|
2016-11-18 14:54:23, 2609 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ უნივერსიტეტის 100-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა
ურქეთის ხელისუფლებამ ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის 100-ზე მეტი თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, უმაღლესი სასწავლებლის 70 თანამშრომელი უკვე დაკავებულია. როგორც მედია წერს, დაკავებულებს შორის არიან პროფესორები, დოცენტები და უნივერსიტეტის კვლევითი განყოფილებების თანამშრომლები. ისინი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანზიაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთში წინასწარი პატიმრობა 37 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. სამსახურიდან 100 ათასზე მეტი საჯარო მოხელე, მოსამართლე, პროკურორი, სამართალდამცველი და სამხედრო გაათავისუფლეს. ცნობისთვის, ივლისში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს. თავად გიულენი ამბოხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)