|
2016-11-17 17:53:45, 2253 ნახვა
მსოფლიო
მანუელ ვალსი: 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის განცხადებით, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა შესაძლოა, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს, - ამის შესახებ მანუელ ვალსმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვალსმა აღნიშნა, “საფრანგეთი საფრთხეშია”. ანალოგიური მოსაზრება მანამდე საფრანეგთის ყოფილმა პრემიერმა ჟან-პიერ რაფარენმაც გამოთქვა. მანუელ ვალსი თვლის, რომ მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარობა იზრდება და მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლის შანსი აქვს. "ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკის ბალანსი მთლიანად შეიცვლება”, - განაცხადა მანუელ ვალსმა. თავად მარინ ლე პენმა რამდენიმე დღის წინ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გაზარდა მისი შანსები, გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)