00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 14:17:03, 715 ნახვა

პოლიტიკა
მოქმედი მთავრობა ბოლო სხდომას მართავს

მოქმედი მთავრობა დღეს  ბოლო სხდომას მართავს. მინისტრთა კაბინეტი 17 საკითხს განიხილავს. მათ შორისაა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების საკითხი.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.

ახლადრჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს. ამის შემდეგ პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

რაც შეეხება, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანო პირველივე სხდომაზე, ანუ ხვალ თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით აირჩევს.  რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში აქვს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურა მხოლოდ მმართველმა გუნდმა წარადგინა. "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძეა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია პარლამენტის პირველ სხდომას დაესწროს.

პირველ სხდომაზე ასევე შეიძლება მიწვეულ იყვნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

თუმცა,ხვალინდელ სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ დაეწრება. უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში, მოსკოვის პატრიარქ კირილეს იუბილეზე დასასწრებად მიემგზავრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics