|
2016-11-16 15:09:55, 752 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: "გირჩის" მხრიდან საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი
"გირჩის" მხრიდან საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი "გირჩის" ინიციატივას მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აღნიშნულს ბავშვების დაბოლება მოჰყვება. "ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებებით საზოგადოების დაბოლებას აქვს ადგილი. ამას კი, ჩვენი შვილების და ეზოში მოთამაშე ბავშვების დაბოლება მოჰყვება", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა პარლამენტსა და მთავრობას, ახალ წლამდე მარიხუანასა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ლეგალური გახდეს. "იმ შემთხვევაში, თუ მე-9 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, "გირჩის" წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, პარტიის ოფისში, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)