|
2016-11-16 15:07:14, 727 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან ჩაჩავამ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა მემორანდუმი გააფორმეს
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლიმ გახსნეს. „ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მეგობრობის ბრწყნვალე დასაწყისი. ერთის მხრივ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, მეორეს მხრივ ევროკავშირისა და ნატოს-ცენტრი ჩვენი რესურსების, ძალისხმევის გაერთიანებით შევძლებთ, რომ ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს უკავშირდება, ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში ზემოხსენებული ორგანიზაციები პირველ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროების გაძლიერებას გულისხმობს. „ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გაფორმდა. გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი პარტნიორები შევიძინეთ, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მთავარი მიზნის განხორციელებაში. ესაა- მეტი ინფორმაცია საზოგადოებას, მეტი კონკრეტული ფაქტებით გამყარებული, ზუსტი ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ. მემორანდუმის ხელმოწერას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების თანამშრომლებიც დაესწრნენ. საინფორმაციო ცენტრმა მათთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტი USAID-ის დაფინანსებით.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)